GEO ENG

სიახლეები

გზების ინფრასტრუქტურა კახეთში

6 მაისი, 2023
კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სხვადასხვა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს 1 389 გრძივ მეტრზე გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, მოეწყო საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელი ხიდ-ბოგირები, ბორდიურები და საგზაო ნიშნები.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 570 299 ლარია.
მიმდინარე წელს, კახეთის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მთის ფონდის ფარგლებში, 75 კმ-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება და დაიგება ასფალტის საფარი, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჯამური ღირებულება მიმდინარე წლისთვის 30 მილიონ ლარს შეადგენს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia