GEO ENG

რეგიონი

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონია ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რუსეთი, ხოლო აღმოსავლეთით და სამხრეთით აზერბაიჯანი. რეგიონის ფართობი 12000კმ2-ია და ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს შეადგენს. მოსახლეობა 407 000 კაცამდე. მოსახეობა ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის,ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 9 ქალაქი: ახმეტა, გურჯაანი, თელავი,
დედოფლისწყარო,ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი და 276 სოფელი.
ჰავა ძირითადად კონტინეტურია. შედარებით რბილია რეგიონის უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე ლაგოდეხის რაიონის ჰავა.
ზამთრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 0 C -ია; ზაფხულში ის +23-30 C -ს აღწევს. ყოველწლიური ნალექების რაოდენოდა მერყეობს 600მმ-დან 1000მმ-მდე.
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა. მისი განსაცვიფრებელი პეიზაჟები მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიან მწვერვალებს, რომელთა სიმაღლე 3300-4500მ-მდეა;
კახეთი სასოფლო–სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში ნავთობის გარკვეული მარაგებია.
კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85%) ქართველია. ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსები და სომხები.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia