GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა სოფელ ხირსაში ადგილობრივ მოსახლეობასთან

27 თებერვალი, 2019

დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხირსაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის დროს, ადგილობრივებმა ისაუბრეს სოფელ ხირსაში არსებულ რამდენიმე პრობლემურ საკითხზე მათ შორისაა: ბინების საკუთრებაში გადაცემა, გარე განათების მოწესრიგება, სოფლის შესასვლელის მოწესრიგება და ტრაფარეტის გაკეთება, ნაგვის ურნების დამატება, სკვერისა და სოფლის სტადიონის რეაბილიტაცია, კონკრეტული ოჯახებისთვის სოციალური დახმარების საკითხის ხელახლა გადახედვა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას მათთან მუდმივ კომუნიკაციასა და პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia