GEO ENG

სიახლეები

კახეთში, 14 იანვარი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარი, 2019

14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით ქ. ახმეტაში, სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა - იოსებ ქარუმაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - ბენედიქტე გეგეჭკორმა, ახმეტის ინოვაციების ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს სახელმწიფო დროშის ირგვლივ მოკლე ექსკურსი ჩაუტარეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩოხებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა ახმეტის კულტურის სახლის წინ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით სახელმწიფო დროშა აღმართეს. ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ადგილობრივები დაესწრნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia