GEO ENG

სიახლეები

სამხედრო შეიარაღებული ძალების კონცერტი ყვარელში

18 ოქტომბერი, 2015


საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა, ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო ბენდმა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ჰარმონიულმა ორკესტრმა ყვარელში, ქალაქის მთავარ მოედანზე კონცერტი გამართა. სამხედრო ორკესტრების კონცერტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ერთობლივი შესრულებით გაიხსნა. კონცერტი მუსიკალური კომპოზიციებით იყო გაფორმებული. წარმოდგენის დროს სამი ქვეყნის სამხედრო ორკესტრმა აუდიტორიას თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა შედევრები შესთავაზეს. საჩვენებელ მუსიკალურ წარმოდგენას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. ერთობლივი კონცერტის მიზანი ქართველ, ამერიკელ და თურქ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia