GEO ENG

სიახლეები

კალიის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის პროგრამა დაიწყო

2 ივლისი, 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინო მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს. ქიმიური წამლობა აქტიურად მიმდინარეობს კახეთში -დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის მუნიციპალიტეტებსა და ქვემო ქართლის რეგიონში. დღეისათვის, უკვე დამუშავებულია 2 400 ჰექტარი. სააგენტოს სპეციალისტები წამლობას სამანქანო დანადგარებით ახორციელებენ. იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia