GEO ENG

სიახლეები

გუბერნატორის სამუშაო შეხვედრა გამგებლებთან

28 დეკემბერი, 2016

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა -გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან 2016 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონში არსებული ყველა აქტუალური პრობლემა დეტალურად განიხილეს და 2017 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. - "შეხვედრაზე საუბარი იყო მომავალი წლისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებზე. ასევე მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე. დაისახა რეგიონის განვითარების სამომავლო გეგმა. ვფიქრობ ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების განვითარებისათვის საჭირო საკითხების დრიულად გადაჭრას“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში არსებული ყველა ის პრობლემაც მოინიშნა რაც თითოეულ მუნიციპალიტეტებში არსებობს და რომელთა გადაჭრაშიც საქართველოს მთავრობის დახმარებაა საჭირო.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia