GEO ENG

სიახლეები

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეების აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

4 მაისი, 2024
თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შეასრულა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები მოინახულეს, სააღდგომო ნობათები გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება და გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, თუშეთის მიმართულებით უფასო ავიარეისებს რეგულარულად ასრულებს.
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, დღესასწაულებზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო ნობათები გადაეცემათ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia