GEO ENG

სიახლეები

17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე

17 მაისი, 2024
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის კოორდინირებითა და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით თელავში, ოჯახის სიწმინდის დღე მასშტაბურად აღინიშნა.
თელავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. პარაკლისს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ოჯახთან, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.
ღვთისმშობლის ეკლესიიდან თელავის სახელმწიფო თეატრის მიმართულებით გაიმართა მსვლელობა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას სასულიერო პირებმა, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს.
"ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.
კახეთიდან, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!"- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე, მთავრობის დადგენილებით, წელს, უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia