GEO ENG

სიახლეები

თელავში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30 მაისი, 2024
თელავში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხებისა და ბორდიურების მოწყობას, საფეხმავლო ბილკების კეთილმწოყობასა და გზის დახაზვით სამუშაოებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მისი ჯამური ღირებულება 2 081 479 ლარს შეადგენს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia