GEO ENG

სიახლეები

კახეთის მუნიციპალიტეტებს ახალი სამგზავრო ავტობუსები გადაეცა

29 თებერვალი, 2024
კახეთის მუნიციპალიტეტებს ახალი სამგზავრო ავტობუსები გადაეცა.
კახეთში, რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძება გაიმართა.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული და დავით მათიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა. პროექტის ფარგლებში „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა განხორციელდა, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.
ახალი ავტობუსების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ახალი სამგზავრო ავტობუსების საქართველოში ჩამოყვანა შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული, კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანია „ჯითი გრუპი“-მ უზრუნველყო.
პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონს 31 ერთეული ახალი, სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით, კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia