GEO ENG

სიახლეები

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი, 2023
დღეს,საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი მორთულია სახელმწიფო დროშებით, ადმინისტრაციულ შენობებსა და სახლების აივნებზე გადმოფენილია სახელმწიფო დროშა. დროშებით მოირთო ცენტრალური ქუჩები და მოედნები.
საგარეჯოში, პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, ახლად რეაბილიტირებული აღმაშენებლის ქუჩა ეროვნული დროშებით მოირთო.
გაიმართა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდების მსვლელობა. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა ეროვნული ჰიმნის თანხლებით ეროვნული დროშა აღმართეს.
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia