GEO ENG

სიახლეები

კახეთის მუნიციპალიტეტების მერიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ივლისი, 2022
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების შეძენის უზრუნველყოფას, სააფთიაქო ქსელში ყოველდღიური შეღავათიანი პირობებით.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კახეთის მუნიციპალიტეტების მერიების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება ექნება კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლებით შეიძინონ საჭირო მედიკამენტები.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia