GEO ENG

სიახლეები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

28 სექტემბერი, 2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში საბავშვო ბაღის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. საბავშვო ბაღს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია".
საბავშვო ბაღი გათვლილია 160 ბავშვზე. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს.
შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები უნარ-შეზღუდული ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 3100 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.
საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრნენ - „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia