GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ახლად აშენებული სკოლა შეემატა

5 ოქტომბერი, 2021

კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ახლად აშენებული სკოლა შეემატა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ახალი სკოლა აშენდა, რომელიც დღეს ოფიციალურად გახსნეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა. სოფელ მაშნაარში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 90 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა, პროექტის ჯამური ღირებულება 1 682 000 ლარს შეადგენს.
"რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება ჩვენთვის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვულოცავ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყებას "- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2020- 2021 სასწავლო წელს 2 ახალი სკოლა აშენდა და გაიხსნა, ამ ეტაპზე სოფელ ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia