GEO ENG

სიახლეები

თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა დაიწყო

16 სექტემბერი, 2021
თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა დაიწყო
კახეთის სახელწმიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც თელავის წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო.
 თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia