GEO ENG

სიახლეები

კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

30 აგვისტო, 2021
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა სოფელ აკურაში სახელმწიფო ღვინის ქარხანა „აკურაში" იმყოფებოდნენ და დასეტყვილი ყურძნის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„ყოველდღიურ რეჟიმში პირადად გავდივართ ადგილზე და ვაკვირდებით ყურძნის ჩაბარების პროცესს, რათა შეუფერხებლად წარიმართოს ეს პროცესი, წუხელ რიგები რეგულირებული იყო. დადგენილი ფასების მიხედვით ფერმერები აბარებენ დაზიანებულ მოსავალს დაუყოვნებლივ. არცერთი გრამი დაზიანებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება" - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
„2 დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება.
დღეს დილისთვის, წუხანდელი ღამის შემდგომ, უკვე ჩაბარებულია 1300 ტონა თეთრი ყურძენი, რომელიც შეადგენს დაახლოებით ორ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულებას და ჩაბარებულია ასევე 900 ტონამდე საფერავი, როგორც ცნობილია დასეტყვილ საფერავს სახელმწიფო იბარებს 1 ლარად." - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia