GEO ENG

სიახლეები

ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში „ამერიკული თარო'' გაიხსნა

13 მაისი, 2021

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ყვარლის ევროკლუბში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად, „ამერიკული თარო" გახსნა. ლენტის გაჭრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, აუდიტორიას სიტყვით მიმართეს - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და ევროკლუბის ხელმძღვანელმა.

ამერიკული თარო არის 15 ამერიკული სივრცის ქსელის ნაწილი საქართველოში, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. ამერიკული სივრცე მკითხველებს აწვდის ინფორმაციასა და სთავაზობს მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს, რაც ეხმარება ადგილბრივ თემს ამერიკული კულტურისა და პოლიტიკის შესწავლაში, ასევე, ინგლისური ენის დაუფლებაში.
ღონისძიების დასასრულს, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ქალბატონ ელჩს საკუთარი ხელით შესრულებული პეიზაჟი უსახსოვრა, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია ჭავჭავაძის პორტრეტი გადასცა. 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2021 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia