GEO ENG

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური

სამსახურის უფროსი
მალხაზ ჭრელაშვილი
ტელ: 0350 27-60--00
ელ-ფოსტა: mchrelashvili@kakheti.gov.ge     

 

 სამსახურის ფუნქციები: 

• ამ დებულებით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება;
• საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად რეგიონული განვითარების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
• საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;
• კომპეტენციის ფარგლებში საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
• სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა;
• შესაბამის ინსტიტუტებსა და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;
• საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
• სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენარეთა კარანტინის დაწესებისა და მოხსნის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
• საქართველოს მთავრობის დავალებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia