GEO ENG

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის აპარატი

აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 
ნინო უტიაშვილი
ტელ: 0350 27-03-00
ელ-ფოსტა: info@kakheti.gov.ge  


სამსახურის ფუნქციები:

• ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
• სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების ხელმოსაწერად მომზადება და სათანადო რეესტრის წარმოება;
• მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
• საკადრო რესურსების მართვის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მათი პირადი საქმეების შედგენა-წარმოება;
• მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა;
• საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ;
• სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დავალებათა შესრულების კონტროლი;
• სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან გამართული თათბირებისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭოების, კომისიების, სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადება და ორგანიზაციულ-ტექნი-კური უზრუნველყოფა;
• სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;
• სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი;
• ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
• ადმინისტრაციის საბიუჯეტო ასიგნებების პროექტის შემუშავება;
• საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
• ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia