GEO ENG

სიახლეები

თელავში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება.

30 ნოემბერი, 2016

თელავში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ქალაქ თელავის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა, საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ და " საცურაო კომპლექსი ”ოლიმპიკის” წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. კომპლექსის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების 2 დახურულ და 2 ღია აუზის, ფიტნეს კლუბის, სპორტული დარბაზების, ბილიარდის, ბოულინგის, სპა ცენტრის და კვების ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპლექსი სრულიად განსხვავებულ სერვისს შესთავაზებს ადგილობრივებს და ჩამოსულ სტუმრებს.
-„ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის და " საცურაო კომპლექსი ”ოლიმპიკის” წარმომადგენლება მშენებლობა ადგილზე დაათვალიერეს და გამოთქვეს სურვილი, რომ მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყოს საერთაშორისო სტანდარტი რათა კეთილმოწყობის შემდეგ აქ დიდი ტურნირების მასპინძლობაც გახდეს შესაძლებელი. ეს კომპლექსი სრულიად შეცვლის თელავის რეალობას დაკიდევ უფრო გააცოცხლებს ქალაქს”. -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა
  სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა კერძო ინვესტიციის ფარგლებში ხორციელდება . ინვესტორის შალვა მორბედაძის ინფორმაციით დაგეგმილია ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის და 25 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაც

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia