GEO ENG

სიახლეები

კახეთის გუბერნატორმა დოლოჭოპის არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა

9 ნოემბერი, 2016

აღმოჩენა რომელმაც შესაძლოა ისტორია შეცვალოს. ყვარელში მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. მკვლევარები დოლოჭოპის V საუკუნის სატაძრო კომპლექსის არსებობაზე საუბრობენ. მათი აზრით შესაძლოა ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდეს სადაც ტაძრის შიდა ტერიტორიაზე, საუკუნეების წინანდელი ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი ინახებოდა.
ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ბაზილიკის გარე ზომებმა 41 X 29 მ-ს მიაღწია, რაც გულისხმობს, რომ ის ბევრად აღემატება კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში დღემდე მიკვლეულ ყველა ქრისტიანულ ბაზილიკურ ტაძარს. არქეოლოგიური კვლევა ეროვნული მუზეუმის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით გაგრძელდება, საბოლოო დასკვნა 2 წელში იქნება ცნობილი. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღმოჩენის ადგილი მოინახულა და სპეციალისტების მოსაზრებებს გაეცნო.


სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia