GEO ENG

სიახლეები

თელავში დღეს ერეკლე მეორის დაბადების დღე აღინიშნა

8 ნოემბერი, 2016

ერეკლე მეფის დაბადებიდან 296 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში და თელავში, ერეკლე მეორეს სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტები, ღვინისა და სოფლის ნობათის, ხალხური რეწვის ნუმუშების გამოფენა გაყიდვა, მოხდა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. საპატიო თელაველის წოდება ხუთ პიროვნებას მიენიჭა. თელავის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის აღნიშნული წოდება ქალაქ ბიბერახის მერმა ნორბერტ ცაიდლერმაც მიიღო. თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ლიანა კალმახელიძეს. ის თელავიდან პირველი საოპერო ჟანრის შემსრულებელია, რომელმაც ლასკალას სცენაზე იმღერა. საპატიო თელაველის წოდება მიიღო მსახიობმა პაატა გულიაშვილმა, საჯარო მოხელე ეთერ მაგრაქველიძემ და პედაგოგმა დარეჯან ჭანკოტაძემ. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში თელავის სახელმწიფო თეატრის წინ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიება ჩატარდება, გაიმართება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მოეწყობა წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვის, ფოტო, მუსიკალური და „სოფლის ნობათის“ პავილიონები. მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის და წინსვლისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ წელს თელავი ერეკლეობას შესრულებული დაპირებებით ხვდება. ერეკლეობის დღესასწაული ერეკლე მეფის დაბადების დღეს უკავშირდება. ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს, თელავში დაიბადა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia