სიახლეები
კახეთის გუბერნატორმა,,კახეთი-იონის '' კლინიკა დაათვალიერა
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გურჯაანში ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი ,,კახეთი-იონის '' კლინიკა დაათვალიერა და ა.ა.ი.პ,,კახეთი-იონი”-ს გამგეობის თავმჯდომარეს ერიკ ჟანტის, ა.ა.ი.პ,,კახეთი-იონი”-ს გენერალურ დირქტორს ნარგიზ ზიბზიბაძეს და კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც შეხვედრიდან გახდა ცნობილი მალე ფრანგულ-ქართულიკლინიკა ახალ პროგრამას დაიწყებს. კლინიკის ხელმძღვანელების ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვება.
- "მალე ,,კახეთი-იონი“- ს კლინიკა კახეთის მოსახლეობას მნიშვნელოვან სიახლეს შესთავაზებს. კლინიკა ჩაერთვება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რომლის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები და გაიაროს მკურნალობის კურსი, სრულიად უფასოდ“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა