GEO ENG

სიახლეები

„ღვინის ფესტივალი 2016 “

22 ოქტომბერი, 2016

სიღნაღში „ღვინის ფესტივალი 2016 “ ჩატარდა. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეგემოვნებინათ გლეხური წესით დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულო. მიეღოთ მონაწილეობა კახური პურისა და ნაზუქის გამოცხობაში, შეეწვათ მწვადი და ამოევლოთ ჩურჩხელა.პარალელურად მიმდინარეობდა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. ფესტივალი, რომელიც ქალაქში მეცხრე წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. დღეს ფესტივალზე ადგილობრივი თვითმმართველობამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, კომპოზიტორი და მომღერალი ნუნუ დუღაშვილი, სიღნაღის ყოფილი გამგებელი თამაზ ქევხიშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ძალისმიერ წოლჭიმში შოთა ბეჟაშვილი სიღნაღის საპატიო მოქალაქეებად აირჩია. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმაც მიიღეს, რომლებმაც ფესტივალზე თავიანთი კუთხის სამზარეულო წარმოადინეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia