სიახლეები
შეხვედრა სოფელ იორმუღანლოში
18 ოქტომბერი, 2016
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო თბილ გარემოში წარიმართა. გუბერნატორმა ის საკითხებიმოინიშნა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ასევე, მოისმინა მათი ხედვა სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიურიბა და ჩართულობა სოფლის პრობლემების გადაჭრის საკითხებში ხელს შეუწყობს დემოკრატიულ და ორ ერს შორის ინტეგრაციის პროცესების განვითარებას.