GEO ENG

სიახლეები

კახეთის გუბერნატორი ჟურნალისტებს შეხვდა

28 სექტემბერი, 2016

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დღეს კახეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას აწყდებიან. ირაკლი ქადაგიშვილიმა მედიის წარმომადგენლებს სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის პირობა მისცა. შეხვედრა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia