სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილის პირველი სამუშაო დღე კახეთში.
19 სექტემბერი, 2016
ოფიციალური წარდგენის შემდეგ, დღეს კახეთის ახალი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი თანამშრომლებს ყოფილმა გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა გააცნო. ქადაგიშვილი დღეიდან რეგიონში გაცნობით შეხვედრებს გეგმავს. ის რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობას გაეცნო. გუბერნატორის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.