GEO ENG

სიახლეები

კახეთის გუბერნატორად ირაკლი ქადაგიშვილი დაინიშნა

16 სექტემბერი, 2016

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს ირაკლი ქადაგიშვილი იკავებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს დღეს კახეთის ახალი გუბერნატორი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი ქადაგიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ბატონი ირაკლი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, არჩეული იყო თბილისის საკრებულოს წევრად, ასევე იყო კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი. მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ირაკლი ქადაგიშვილი გახლდათ კახეთის მიმართულების კურატორი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება, არის უაღრესად წესიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევს ჩვენს გუნდთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი ადამიანი იქნება ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს და მას საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia