GEO ENG

სიახლეები

წნორის მოსახლეობა ცენტრალური წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს

26 ივლისი, 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ქ. წნორის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. 
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 
პროექტი ითვალისწინებს ახალი რეზერვუარების, სატუმბი და საქლორატორო სადგურების მშენებლობას. მათ შორის ჭაბურღილებისა და მაგისტრალური ქსელის მოწყობას. 
წნორში დღემდე არ არსებობდა წყალმომარაგების ქსელი. სამუშაოების დასრულების შედეგად, 5500-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ცენტრალური წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს და წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკით იქნება უზრუნველყოფილი. 
სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია, 2017 წლის თებერვალში დასრულდება. სამუშაოებზე 160-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia