GEO ENG

სიახლეები

ახმეტის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

18 ივლისი, 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახმეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 
მიმდინარე სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო. 
პროექტის ფარგლებში, მოხდება არსებული რეზერვუარის, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, ახალი საქლორატორო სადგურის მშენებლობა.
ამორტიზირებული ქსელის გამო ახმეტის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, 7000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 
სამშენებლო სამუშაოებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროკავშირმა 8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia