GEO ENG

სიახლეები

საფრანგეთის ელჩი კახეთის გუბერნატორს შეხვდა

25 ივნისი, 2016

დღეს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს, საფრანგეთის საელჩოს კულტურის და კომერციულ ატაშეებს და სხვა აკრედიტირებულ დიპლომატებს შეხვდა.
ოფიციალური შეხვედრა რომელიც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა. მიზნად ისახავს ქალაქ თელავის და ზოგადად კახეთის მხარის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას საფრანგეთის რესპუბლიკასთან.
მხარეებმა რეგიონებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და ტურიზმის ხელშეწყობაზეც ისაუბრეს.
დღესვე, საფრანაგეთის ელჩი, კახეთის გუბერნატორი და თელავის მერი თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქალაქში მოღვაწე ხელოვანებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia