GEO ENG

სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თელავში

26 მაისი, 2016

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თელავში დილიდან მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო, რომელიც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა დაათვალიერა. ღონისძიებებს ასევე, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ. მათ საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და ეროვნული დღესასწაული საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცეს. დამოუკიდებლობის 25 -ე წლისთავთან დაკავშირებით თელავში იყალთოს აკადემიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა. 

 

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia