GEO ENG

სიახლეები

ახალი წლის დღეები დედოფლისყაროში

30 დეკემბერი, 2023
დედოფლისწყაროში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მოსიარულე ორკესტრის მსვლელობით გაიხსნა.
მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა . წარმოდგენილი იყო, საბავშვო სივრცე და ელფების სახელოსნო.
თოვლის პაპამ ბავშვებს საახალწლო ნუგბარი დაურიგა.
საღამოს გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელშიც სოფო გელოვანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანი კეკუა, ნოდიკო ტატიშვილი და ეთნო ჯაზ ჯგუფი "ირიაო" მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia