GEO ENG

სიახლეები

ახალი წლის დღეები თელავში

30 დეკემბერი, 2023
თელავში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალი წლის დღეები გაიმართა.
დღის განმავლობაში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
საბავშვო გასართობ სივრცეში პატარებისთვის მოეწყო სხვადსხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუსიკალური კარნავალი, გაიმართა ანიმატორების და ზღაპრი გმირების თეატრალიზებული მსვლელობა.
ასევე, ღია კინოთეატრში ნაჩვენები იყო საახალწლო ფილმები.
მსურველებმა თოვლის პაპას ფოსტითაც ისარგებლეს და ღია ბარათები გააგზავნეს, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ.
საღამო გალა- კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ნინი ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე; ჯგუფები „სახე“ და „ქუჩის ბიჭები“.
ახალი წლის დღეების აღნიშვნა საზეიმო ფოირვერკით დასრულდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia