GEO ENG

სიახლეები

ოცდაშვიდი წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

9 აპრილი, 2016

კახეთის  გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, მოადგილეებთან ზურაბ არსენიშვილთან, გივი მეტრეველთან, ქ. თელავის მერთან პლატონ კალმახელიძესთან, ქ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარესთან არჩილ თხაშიძესთან,  გუბერნატორის ადმინისტრაციისა და თელავის მერიის თანამშრომლებთან ერთად   9 აპრილს  მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და   დაღუპული გმირების  ხსოვნას პატივი მიაგეს

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 9 აპრილი 27 წლის შემდეგაც გვაბრუნებს წარსულთან და გვახსენებს თუ რა გააკეთეს ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე   არის ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო  და აქ მოვიდით იმისთვის რომ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებას.  9 აპრილის გმირების მაგალითზე თაობები  იზრდება და მათი გმირობა სამაგალითო იქნება საუკუნეების შემდეგაც“,- აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში,  პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრები  შალვა ქვასროლიაშვილი  და  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ  კართუბანში მცხოვრები  22 წლის მამუკა ნოზაძე.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia