GEO ENG

სიახლეები

ყვარლის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

18 ნოემბერი, 2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გახსნეს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების თამაში გაიმართა.
ახალსოფლის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი მოიცავს სპორტულ დარბაზს და მაყურებლისთვის გათვლილ სივრცეს, მოეწყო გასახდელი და გუნდების დაბინავებისათვის განკუთვნილი ოთახები.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით გახორციელდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 788 ათასი ლარი შეადგინა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia