GEO ENG

სიახლეები

კახეთის გუბერნატორმა გაეროს ელჩებს უმასპინძლა

1 აპრილი, 2016

გაერო-ში აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს კახეთის გუბერნატორმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად კახეთში უმასპინძლა. გაერო-ში კოსტა-რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა-ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის ელჩებმა ყვარელი დაათვალიერეს. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა და გაერო-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კახა იმნაძემ დიპლომატებს კახეთის რეგიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ელჩები ყვარელში კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ ესტუმრნენ, სადაც გვირაბში მდებარე ღვინის საცავი მოინახულეს. დელეგაციის წევრებმა ღვინის დეგუსტაციაში, პურის გამოცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაში მიიღეს მონაწილეებმა.
გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას 28 მარტიდან ეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში, მათ შეხვედრები გამართეს, როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან , მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ელჩები ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალურ ოფისს, ასევე მოინახულეს დევნილთა დასახლებები.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia