GEO ENG

სიახლეები

სტიქია ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში

18 ივლისი, 2023
ძლიერი ქარის, სეტყვისა და უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სტიქიის შედეგად შექმნილი პირველადი ვითარება და სამოქმედო გეგმა დასახეს.
ორივე მუნიციპალიტეტის სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან მერიების მუდმივმოქმედი ზარალის შემსწავლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
გასულ ღამეს, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დაისეტყვა საკარმიდამო და სასოფლო - სამეურნეო სავარგულები.
მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა.
გაიწმინდა დატბორილი და ჩახერგილი გზები.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia