GEO ENG

სიახლეები

პანკისის პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

27 მარტი, 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და კახეთის გუბერნატორთან ირაკლი შიოლაშვილთან ერთად პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. მინისტრი სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდა და ხეობაში არსებულ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივების თქმით, პანკისის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრება და სანიაღვრეების მოწესრიგებაა. ნოდარ ჯავახიშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და დავალებით, პანკისში არსებული პრობლემების შესწავლის და მოგვარების მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე შეისწავლის.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia