GEO ENG

სიახლეები

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

15 აპრილი, 2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მორიგი ავიარეისი შესრულდა თუშეთის მიმართულებით.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა მოინახულეს, სააღდგომო ნობათები გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

დღეის მდგომარეობით, თუშეთში 23 მუდმივად მცხოვრები მოქალაქეა.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა 6 თვის განმავლობაში დაკეტილია, მთაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება, ვერტმფრენი მოქალაქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia