სიახლეები
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
21 მარტი, 2023
21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ლაგოდეხში, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში, შეზღუდული შესაძლებლობისა და მზრუნველობა მოკლებულთა ორგანიზაცია „მადლი“-ს და საქართველოს სამარიტელთა კავშირის ბენეფიციარებისთვის მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებაში ორმოცდაათმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი დაესწრო.
ღონისძიებაზე მოწვეულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.