GEO ENG

სიახლეები

თელავში სამეწარმეო ფორუმი გაიმართა

2 თებერვალი, 2023
დღეს, თელავში, მედიაცენტრი კახეთის ორგანიზებით სამეწარმეო ფორუმი „მეწარმეობის განვითარება რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა
ფორუმს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
გაიმართა ადგილობრივი მეწარმე ქალბატონების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა და მედიაცენტრი კახეთის ხელმძღვანელმა, მაია მამულაშვილმა.
ფორუმზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მეწარმე ქალების მნიშვნელოვან როლს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დოვლათის შექმნაში.
გამომსვლელებმა მეწარმე ქალბატონებს მხარდაჭერა აღუთქვეს, რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia