სიახლეები
ამერიკის ელჩი კახეთის გუბერნატორს და თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
2 თებერვალი, 2023
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ანდრიაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, თენგიზ მთვარელიშვილს შეხვდა
შეხვედრაზე, რომელიც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, განვითარების პრესპექტივებზე და კახეთის, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილის ავთენტურობისა და ამოუწურავი პოტენციალის შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საელჩოს მიერ დანერგილი და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას და ელჩმა თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს თელავში მოქმედი ამერიკის კუთხის გაფართოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ბევრი საერთო და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის სასიკეთო პროგრამა იქნა განხორციელებული.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.