GEO ENG

სიახლეები

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თემი ''ქედელის'' ბენეფიციარებს შობა - ახალი წელი მიულოცეს

4 იანვარი, 2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრებთან - დავით სონღულაშვილთან და გიორგი ხელაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალურ სახლსა და წნორის შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერას“ ეწვივნენ.
სტუმრებმა სოციალური სახლისა და პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირველადი მოხმარების ნივთები და ტკბილეული გადასცეს.
პანსიონატ „თაობათა კერის“ დამფუძნებელმა, ქეთევან ლეკვეიშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დახმარებას და ყურადღებას იმიტომ, რომ ჩვენი ბენეფიციარები სოციალურად დაუცველები არიან და ყველას გვერდში დგომა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ლეკვეიშვილმა.
საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, თემი „ქედელის“ შშმ პირთა სოციალურ სახლსა და წნორის შშმ პირთა პანსიონატ „თაობათა კერაში“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia