GEO ENG

სიახლეები

ერეკლეობა - 2022

7 ნოემბერი, 2022
დღეს, ქ. თელავში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით "ერეკლეობა 2022" გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერეკლე მეფის დაბადებიდან 302- ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო - ისტორიული კონფერენცია "ერეკლე მეფის ეპოქა" გაიმართა.
 ️ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა შემეცნებითი, მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები, ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო მეფის დროინდელი ეპოქის ამსახველი ნივთების გამოფენა.
ერეკლეობის დღესასწაულს სტუმრობდნენ - საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.
გაიმართა ერეკლე მეფის სახელობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია. ერეკლე მეფის მარკა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვის ცენტრში და ასევე, როგორც ექსპონატი მუდმივად შეინახება შვეიცარიის ქ. ბერნში, მსოფლიო საფოსტო კავშირის ცენტრალურ ოფისში.
"ერეკლეობა 2022"-ის დასკვნით ღონისძიებაზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა საპატიო თელაველები დააჯილდოვა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia