GEO ENG

სიახლეები

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ევროკავშირის ელჩის ჩართულობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

1 ნოემბერი, 2022
 
დღეს, კახეთის სახლემწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ევროკავშირის ექსპერტი, პიოტრ ჟუბერი სამუშაო ფორმატში, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
ბოლო წლების მანძილზე, კახეთში, როგორც საპილოტე რეგიონში, ტურიზმისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების (PIRDP) პროგრამის ფარგლებში, მომავალ წლებში ახალი პროექტების დაფინანსება იგეგმება.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის მიზანს რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების ეფექტური მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia