GEO ENG

სიახლეები

კამპანია ''ემეგობრე პოლიციას'' თელავში გაიმართა

28 ოქტომბერი, 2022
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება თელავში, ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი - ლევან ანდრიაშვილი დაესწრნენ.
კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, თელავში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას გაეცნენ.
მოზარდებმა და ბავშვებმა, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და მართლწესრიგის საკითხებზე საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ სახალხო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები სკოლებში, რომელთა ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე. კამპანიის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia