GEO ENG

სიახლეები

წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია

24 სექტემბერი, 2022

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციტივით სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოვეს

დაჯილდოების მასშტაბური ღონისძიება წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა. რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან 300-მდე ოქროს და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდა შეიკრიბა. წარჩინებულ მოსწავლეებს სიტყვით მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, პარლამენტის დეპუტატებმა - ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით სონღულაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მიმართეს.

სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვერცხლისმედალოსნებს წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, სტიმულირება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ინიციატივა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia