GEO ENG

სიახლეები

გიორგი ალადაშვილი და ლევან ანდრიაშვილი თელავში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

8 სექტემბერი, 2022

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნის, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განახლების სამუშაოები მოინახულეს. პროექტები ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

თელავის მსგავსად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ინფრასტრუქტურულ მიმართულებას  კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილზე გაეცნობა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia